суббота, 2 июля 2022 г.

საჩუქრები ამილისა და ლიზასგან..

  წლის განმავლობაში ამილი და ლიზა ხშირად გვასაჩუქრებდნენ ყვავილებით- არაჩვეულებრივი ლამაზი ვარდებით, სურნელოვანი იასამნებით და ზოგი ისეთი ყვავილითაც - სახელი რომ არ ვიცით. ეს ყვავილები ჩვენს საკლასო ოთახში სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა და მყუდრო გარემოს ქმნიდა. 

მადლობა ჩვენს მშვენიერ მეგობრებს ლამაზი ყვავილებისა და მყუდროებისათვის. ☺☺☺☺




წლის აღმოჩენა-სამირი

 

სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი "ღია ფანჯარა".

პროექტის ფარგლებში ჩატარადა "მრავალფეროვნების ფესტივალი", რომელიც წარმოადგენდა ჩვენს სკოლაში მყოფი 17 სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა ისტორიული სამშობლოების კულტურული მრავალფეროვნების ზეიმს. პროექტის თანახმად, თითო კლასს კენჭისყრის შედეგად წილად ხვდა რომელიმე ერთი ქვეყნის წარმოდგენა. ჩვენს კლასს შეხვდა ტაჯიკეთი. აქტივობებში შედიოდა ქვეყნის 
  • მოკლე ისტორიის, 
  • გეოგრაფიული მდებარეობის, 
  • ეროვნული ტრადიციების, 
  • ნაციონალური კერძების, 
  • დღევანდელობის და სხვ.  წარმოჩენა. 
იუთუბში მოძიებული აღნიშნული ვიდეო 6 ა კლასმა გამოიყენა და მისი დახმარებით შეძლო ტაჯიკური ცეკვის შესრულება შესაძლებლობის მიხედვით.  

 
გარდა ამისა, კლასმა განახორციელა სხვადასხვა აქტივობები. იხილეთ  ფოტოები. 

ჩვენი კუთხე ტაჯიკეთის შესახებ
  
ტაჯიკური  ფლავი.
იუნესკოს მიერ აღიარებულია ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. 


მზადების პროცესი
ჩვენი კლასის გიდი ფესტივალზე..

понедельник, 7 февраля 2022 г.

შემოდგომის ზეიმი

 

შემოდგომის ზეიმი

2021/2022 წ. ნოემბერი. 

შემოდგომის ზეიმი ჩვენი სკოლის ყოველწლიური ლამაზი ტრადიციაა, რომელიც მშობლებისა და მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით ტარდება. არაჩვეულებრივი სანახავია შემოდგომის ფოთლებით, გამხმარი ტოტებით და ხილ-ბოსტნეულით შექმნილი შემოქმედებითი ნაკეთობები. წლევანდელი ზეიმი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ღია სივრცეში ჩატარდა. ჩვენი ადგილიც მოიძებნა სკოლის წინ, ერთ-ერთი ხის ქვეშ, რომლის ძირში ჩვენს გადავიღეთ  კლასის საერთო სურათი.



ხელმარჯვე ოსტატი

თამარ ყელბერაშვილის  ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

თამუნა ხელმარჯვე ოსტატია, რომელსაც ყველაფერი გამოსდის...

ჩვენი კლასის კალიგრაფები

  

სასკოლო პროექტ "ღია ფანჯრის" მონაწილე კალიგრაფები ჩვენი კლასიდან 


სიმბოლისტი ლიზა

ელიზავეტა ნერგაძის  ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

ლიზას ნახატებს ძალიან სიმბოლური დატვირთვა ახლავს...


პირველი გამოფენა

 მარიამ ღონღაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

მარიამი არაჩვეულებრივად ხატავს, ძერწავს, ამზადებს ნაკეთობებს, წერს პატარ-პატარა მოთხრობებს...